суббота, 10 апреля 2010 г.

ომის ქარცეცხლში გამოვლილი ჩემი სკოლა

1.პროექტის მიზანი: არა-ომი. მშვიდობა მთელ დედამიწაზე.
მოსწავლეები, ზოგი უშუალო მოწმე და თვითმხილველი ომის საშინელებისა, გულისტკივილით თცალს ავლებენ ომით გამოწვეულ სავალალო შედეგებს, ადამიანთა უბედურებებს, დანგრეულ სოფლებს, გადამწვარ მშობლიურ ქალაქსა და სკოლას. ყველას გულში უჩნდება პროტესტი ომის და სურვილი მშვიდობის,სიყვარულის, ურთიერთგატანისა და მოყვასის დახმარების.
2.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები განიხილავენ ომის წარმოშობის მიზეზებს. მსჯელობენ შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება, ცდილობენ ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი ომის მშვიდობიანი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე. გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციების როლს ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საქმეში.
მოსწავლეებს მოაქვთ ნახატები, ფოტო-ვიდეო მასალები ომის შესახებ.
3.მონაწილეთა ასაკი:15- 16 -17
4.ვადები / ხანგძლივობა: 1 თვე.
5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: რუსეთისა და საქართველოს კულტურულ-რელიგიური თავისებურებების,ხალხთა ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესახებ მასალების მოძიება.ომის მსვლელობისა და შედეგების შესახებ ფოტო-ვიდეო მასალების შეგროვება, დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრა და ინტერვიუები.
მოსწავლეებმა შეიძლება ჯგუფური მუშაობით იმსჯელონ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე მის დადებით და უარყოფით მხარეებზე,შესაძლებელი იყო თუ არა ომის თვიდან აცილება.კონფლიქტი ამ ორ ქვეყანას შორის დღესაც მიმდინარეობს. რუსეთის მიერ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი. სასურველია კლასში შემუშავებულ იქნას კონფლიქტის მოგვარების ვერსია და გაკეთდეს ბუკლეტები.
6.მოსალოდნელი შედეგები: ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების პრაქტიკა.მიმდინარე მოვლენებზე დამოუკიდებელი შეხედულებების ჩამოყალიბება და დასკვნების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარება. ნახატების,სლაიდ-შოუს, მოძიებული ფოტო-კოლაჟის, ვიდეო-ფილმის პრეზენტაციის,ლექსის,ვებ-ბლოგის შექმნა.
7.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გააცნობენ თავიანთ პროექტს ყველას ინტერნეტის საშუალებით, რათა ყველამ გაათვითცნობიეროს, თუ რა მოუშუშებელ იარებს ტოვებს ომი ადამიანის სულში.ადამიანები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და დადგნენ მშვიდობის სადარაჯოზე.
8.სამუშაო ენა: ინგლისური
9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სტუმრები ესტონეთიდან.
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, სამართალი, ეკოლოგია, რელიგია.
11.პროექტის ფასილიტატორი: იზოლდა კოსტანოვა

12.ფასილიტატორის ელ-ფოსტა: i.kostanova@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий